Friday, January 8, 2010

მე შემიძლია დაგეხმაროთ

დიახ, მე შემიძლია დაგეხმაროთ. ჩემი ბლოგი მხოლოდ ქალებისთვისაა. მამაკაცზე უკეთ მამაკაცებს არავინ იცნობს. მე შემიძლია დაგეხმაროთ ”მათი” ზრახვების გაანალიზებაში.
დანდის უნივერსიტეტში, უძლიერესი ფსიქოლოგების ლექციებზე ბევრი რამ ვისწავლე. სამი წელი ვიმუშავე იაპონიაში, კერძოდ კობეში, სადაც ფსიქოლოგიის აზიურ არატრადიციულ სწავლებებს გავდიოდი. ბოლო 4 წელია, რაც დანდის ფსილოგიური რეაბილიტაციისა და კონსულტაციის ”კანტორაში” ვმუშაობ. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
მე მაქვს პასუხები კითხვებზე:

რა უნდა?
რას ფიქრობს?
მღალატობს?

თქვენთვის ეს ყველაფერი უფასოა. ბრიტანელებისთვის ფასიანი :),
ჩემი პრაქტიკიდან მარტივ ამბავს მოგიყვებით: 35 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენი ”კანტორის” კლიენტია, მეუბნება რომ გონია რომ მისი ქმარი ღალატობს.
მე ვთხოვე გასაუბრება და კაბინეტში მივიწვიე.
პირველი ჩემი შეკითხვა: რატომ გგონიათ რომ გღალატობთ?
პასუხი: შევამჩნიე, რომ ბოლო 2 წელია ტუჩებში არ მკოცნის.
კითხვა: რა სიხშირით გაქვთ სექსი მეუღლესთან
პასუხი: კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ.
კითხვა: ვინ არის ინიციატორი?
პასუხი: ძირითადად ის!
სარგებლობთ თუ არა მისი მობილური ტელეფონით?
პასუხი: იშვიათად მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ მისარგებლია.
კითხვა: მობილური მუდამ თან აქვს, თუ ტოვებს ხოლმე სახლში სამზარეულოში ან მაგიდაზე?
პასუხი ტოვებს ხოლმე.
კითხვა: დარჩენია თუ არა სახლში მობილური
პასუხი: კი რამდენჯერმე და მე მიმიწოდებია ოფისში.
შემდეგ მე მივუახლოვდი ქალბატონს და სახეზე დავაკვირდი. ქალბატონმა მკითხა თუ რახდება. მე ვუთხარი, რომ დავაზუსტე ბოლო დეტალი და დავსვი დიაგნოზი.
ღალატი - გამოირიცხა.
მიზეზი: ქალბატონს პირში სუნი ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო თემა და მე გიპასუხებთ, თუ კომენტარი არ გინდათ დატოვოთ მომწერეთ შემდეგ მისამართზე: mister@gmx.com
არანაირი სახელები. ყველაფერი ანონიმურია.

0 comments:

Post a Comment

 

  © 2009 ბლოგი ქალებისათვის

True Contemplation Blogger Template by M Shodiq Mustika